13:07 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 21:02:59, 1604 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთის ტერიტორიაზე დრონების მეშვეობით დარტყმები გაიზრდება

რუსეთის ტერიტორიაზე დრონების მეშვეობით დარტყმები გაიზრდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლოდროინდელმა თავდასხმებმა აჩვენა, რომ ომი თანდათან რუსეთის ტერიტორიაზე გადადის.

პოდოლიაკი კიდევ ერთხელ შეეხო რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხს და აღნიშნა, რომ ნებისმიერი მოლაპარაკება უკრაინისა და მისი მხარდამჭერი ქვეყნების კაპიტულაციის ტოლფასი იქნება.

„რაც შეეხება რუსეთს, მზარდია თავდასხმების რაოდენობა დაუდგენელი დრონების მიერ, რომელიც განხორციელდა რუსეთის ტერიტორიიდან და ამ თავდასხმების რაოდენობა გაიზრდება“, - განაცხადა პოდოლიაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics