16:28 - 19 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-22 12:35:13, 1055 ნახვა

სამართალი
ვაკის რაიონში 143 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა

ვაკის გამგეობა მრავალბინიანი კორპუსების ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს. შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, რაიონში 143 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, კერძოდ, საერთო სარგებლობის აივნების გამაგრება ხუთ მისამართზე დაფინანსდა, ლიფტის რეაბილიტაცია - 66 მისამართზე, საერთო სარგებლობის კიბეების განახლება ექვს მისამართზე დაიგეგმა.

„რაც შეეხება კორპუსების გადახურვას და წყალსაწრეტი მილების მონტაჟს, დაფინანსდა 23 შესაბამისი განაცხადი. ამხანაგობების მოთხოვნით, წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 20 მისამართზე დაფინანსდა, სართულშუა ნაპრალების შეკეთება - ოთხ მისამართზე. აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 5 651 699 ლარი გამოიყო.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას პროექტების ღირებულების 5%-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.       





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯანდაცვის სამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს კლინიკაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, სიმართლეს არ შეესაბამება
კახა კალაძე სკოლის შენობის შესახებ: რამე რომ მოხდეს პასუხისმგებლობას ვინ აიღებს
ბათუმში, ტრადიციულად წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა
მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics