|
2023-07-15 17:28:44, 1179 ნახვა
საზოგადოება
მეუფე შიო - შეუძლებელია საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ გამორიცხული არაფერია
ახლა უკეთ ვარ, მადლობა ღმერთს,- ასე პასუხობს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლების შეკითხვას. მეუფე შიო მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "გამორიცხული არაფერია". "შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს მხრიდან მოწამვლა ყოფილიყო, უბრალოდ გამორიცხული არაფერი არ არის. შეიძლება ეს იყო ქარხნული, შეიძლება არა, მიმდინარეობს მოკვლევა",- თქვა მეუფე შიო მუჯირმა. შეგახსენებთ, 5 ივლისს ქართულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი მოწამლეს. 6 ივლისს კი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მეუფე შიოს სისხლში მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული, მისი ავადმყოფობა ვიღაცის ინტერესში იყო.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)