2023-07-14 17:11:24, 1249 ნახვა
საზოგადოება
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებშიც ხდება შესაძლებელი
პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი ცვლილება პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შევიდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრით უფასოდ სარგებლობა 9-26 წლის გოგოებსა და ქალებს შეეძლოთ.
"ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (აპვ) - აცრა ტარდება 10-11-12 წლის გოგონებისა და ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელი",- აღნიშნულია ბრძანებაში.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,