2023-07-07 17:32:54, 829 ნახვა
საზოგადოება
მორგოშია - 8 ივლისი 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება იქნება
8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება,- ამის შესახებ "ალტ-ინფოს" დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა.
მორგოშიას თქმით, "8 ივლისი ძალიან დიდი შინაარსის დღეა და არაფრით არ ჩამოუვარდება 5 ივლისს".
"8 ივლისი ასევე ძალიან დიდი შინაარსის დღეა და არაფრით არ ჩამოუვარდება 5 ივლისს, პირდაპირ გეტყვით. 8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება",- ამბობს მორგოშია.
ცნობისთვის, ხვალ, 8 ივლისს თბილისი პრაიდის ფესტივალი გაიმართება.
თბილისი პრაიდის განცხადებით, ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,