|
2023-07-03 12:52:51, 804 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი - დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი საცდურია ახალგაზრდებისთვის, საჭიროა თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა
დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი საცდურია ახალგაზრდებისთვის, საჭიროა თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა,- აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია ბაღებიდან, სკოლებიდან უნდა დაიწყოს. "მე მიმაჩნია, რომ ეს ბანაკი ხელს შეუწყობს ჩვენს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას. დღევანდელ მსოფლიოში და დღეს, ბუნებრივია, საქართველო არის ამ გლობალიზაციის ნაწილი, ძალიან ბევრი საცდური არის ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ამიტომ ახალგაზრდებს სჭირდება თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ჩვენი, სახელმწიფოს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, თავდაპირველად ოჯახი და შემდეგ სახელმწიფო, ვინაიდან თქვენ დიდ დროს უთმობთ სკოლაში ყოფნას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის განათლების სამინისტროს ჩართულობა და მათი როლი, თავიდანვე, პირველივე დღეებიდან მათი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სწორი ღირებულებების, ოჯახის ღირებულებების პოპულარიზაცია უნდა დავიწყოთ ბაღებიდან, სკოლებიდან. ჩვენ უკვე რამდენიმე ხნის წინ შევიტანეთ სამხედრო სწავლება, თავდაცვა და უსაფრთხოება სკოლებში, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო. დღითიდღე იზრდება ინტერესი, მე ვიცი გადმოცემით ძალიან ბევრი მოსწავლისგან, რომ ინტერესი არის ძალიან დიდი და ჩვენ ეს პროექტი უნდა გავაფართოოთ. ეტაპობრივად უნდა შევიდეთ ყველა სკოლაში და ბაღებშიც აუცილებელია ამ ელემენტის შეტანა. ასევე, რატომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი დღე და ჯარის ბანაკის მნიშვნელობაც კიდევე ერთხელ მინდა აღვნიშნო. ჩვენ, სწორედ, როგორც აღვნიშნეთ, სწორი ორიენტირები უნდა განვუსაზღვროთ ჩვენს მომავალ თაობას. მიმაჩნია, რომ ეს პროექტი და ამ ბანაკში თქვენი ჩართულობა გარდა იმისა, რომ თქვენ მოგცემთ საშუალებას, თავად მიიღოთ მონაწილეობა ძალიან ბევრ საინტერესო საქმიანობაში, სამხედრო საქმეს გაეცნოთ, მათ შორის ალბათ საცეცხლე მომზადებაშიც მიიღებთ მონაწილეობას, გარკვეულ ტრენინგებს გაივლიან, ამას გარდა, მნიშვნელოვანია გავზარდოთ ზოგადად პატრიოტული სულისკვეთება ჩვენს ახალგაზრდებში. მეტი ინფორმაციაა საჭირო ამისთვის. უნდა ვაჩვენოთ განსხვავება ჩვენს ახალგაზრდებს და მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ოჯახის როლი, არამედ განათლების სამინისტროს, ჯარის, ეკლესიის როლი თქვენს აღზრდაში, თქვენთვის სწორი ორიენტირების განსაზღვრაში არის მნიშვნელოვანი. მე კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ინტერესისთვის, თქვენი მონაწილეობისთვის ჯარის ბანაკში. მე მიმაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი, ჩვენ ეს პროექტი უნდა გავაფართოოთ. წელს დავიწყეთ 800 მოსწავლით, მაგრამ მიმაჩნია, რომ რამდენიმე ათასი ახალგაზრდა უნდა მოვიყვანოთ ჯარში“,- განაცხადა პრემიერმა.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)