|
2023-06-29 11:05:32, 1066 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელ ერიკ ილესს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელ ერიკ ილესს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. მათივე ცნობით, მინისტრმა მადლობა გადაუხადა SIDA-ს, შვედეთის სამეფოს საელჩოსა და მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისთვის; ხაზგასმით აღნიშნა ნარჩენების მართვის მიმართულებით თანამშრომლობა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესი. „ნარჩენების მართვის რეფორმა საკმაოდ რთული და კომპლექსურია. ჩვენი მიზანია, ეს გზა მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გავიაროთ. გარემოსდაცვითი მიმართულებით რეფორმების გატარება, ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ნაწილია, მეორე მხრივ კი, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, შვედეთის მხარდაჭერით, ჩვენი მთავრობის და პარლამენტის აქტიური მუშაობით, ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა გამოწვევები კიდევ გავქვს და მათ დაძლევაში დონორების დახმარება, კოორდინირებული მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც შეხვედრაზე SIDA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, შვედეთის მხარე დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევას და გარემოს დაცვის კუთხით რეფორმების განხორციელებისთვის გადადგმულ ნაბიჯებს. „საქართველოს ნარჩენების მართვის კუთხით გარკვეული პროგრესი უკვე აქვს, მიღებულია ახალი რეგლამენტები და რეგულაციები, მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით. შვედეთი მზად არის, საქართველოს გაუზიაროს საკუთარი და გააცნოს იმ ევროპული ქვეყნების გამოცდილება, ვინც მსგავსი გარდამავალი ეტაპი გაიარა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სრულდება ჩვენი რამდენიმე პროექტი, ამასთან, ვმუშაობთ ახალ სტრატეგიაზე. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, ზუსტად გავეცნოთ იმ საჭიროებებს, რაც ამ ეტაპზე საქართველოს აქვს“, - განაცხადა ერიკ ილესმა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაგრძელდება მხარეებს შორის თანამშრომლობა და დიალოგი ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების, ინსტიტუციური განვითარების და სხვა მიმართულებებით. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, საქართველოში შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უკრაინამ კრასნოდარის მხარეში ბენზინგასამართი სადგურების მომარაგების საწყობი დაბომბა
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართული ღვინის ექსპორტის შესახებ ვორკშოპი გაიმართა
არ გამოგრჩეთ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი ეპიზოდი 16 ივნისს YouTube-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)