|
2023-06-26 22:41:05, 763 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი სტუდენტური ფესტივალის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო
„სტუდენტური ფესტივალი 2023“ დასრულდა. ფესტივალის შემაჯამებელი ღონისძიება დღეს რიყის პარკში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ. "მინდა, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, თითოეულ უნივერსიტეტს და თქვენ - ახალგაზრდებს, რომლებიც აღნიშნულ ფესტივალში იღებთ მონაწილეობას. არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ - დედაქალაქის მერია ყოველთვის ხელს შეუწყობს და დაეხმარება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს ახალგაზრდულ პროგრამებს იმისთვის, რომ მოგეცეთ შესაძლებლობა, განავითაროთ თქვენი სხვადასხვა პროექტი. აღნიშნული ფესტივალი დღეს სრულდება, მაგრამ რჩება ახალი მეგობრები, ურთიერთობები, რაც მნიშვნელოვანია. ერთ რამეში დაგარწმუნებთ - იმაში, რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებდით და გავაკეთებთ მომავალში, ყოველთვის, პირველ რიგში იქნება გათვალისწინებული ამ ქვეყნის ინტერესები და ამ ქვეყნის მომავლის ინტერესები, რომ თქვენ, ახალგაზრდა თაობას, ჩვენს შვილებს, ვერავინ გაბედოს და შეუჩეროს ის ევროპული მომავალი, რასაც საქართველოს განვითარება ჰქვია. გილოცავთ დღევანდელ დღეს და მინდა, სულ ასეთი ლაღები და გამარჯვებულები იყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიებაზე სხვადასხვა მიმართულებით გამარჯვებული უნივერსიტეტები დაჯილდოვდნენ, ასევე გამოვლინდა გარდამავალი თასის მფლობელი უნივერსიტეტი. "სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში 25 მაისიდან 20 ივნისამდე განხორციელდა ტურნირები სპორტის 17 სახეობაში და კულტურული ტურები 5 მიმართულებით. ღონისძიებებში ჩართული იყო საქართველოში მოქმედი 32 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტი სტუდენტი. ფესტივალი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის მერიისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. სტუდენტური ფესტივალი ყოვეწლიურად იმართება. ღონისძიების მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გააქტიურება და გამრავალფეროვნება, სტუდენტთა მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზება", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)