|
2023-06-25 14:25:03, 816 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა ბათუმში საქართველოს საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მიულოცა
ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საქართველო საზღვაო ქვეყანაა და ამ მიმართულებით საერთაშორისო საზოგადოებაში თავის ადგილს კიდევ უფრო იმკვიდრებს. მთავრობის იმ თანმიმდევრული, მიზანმიმართული პოლიტიკით, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდება, საქართველო საერთაშორისო საზღვაო თანამეგობრობის ღირსეული წევრი და ნაწილია, - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. ვიცე-პრემიერმა რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა, მათ შორის, ქვეყნისთვის საზღვაო განათლების და საზღვაო ტრანსპორტის დარგში მოქმედ საერთაშორისო კონვენციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობის შესახებ. მისი განცხადებით, მთავრობის მიერ სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი ღონისძიებების შედეგად, საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ე.წ. „თეთრ სიაში" ირიცხება. ამასთან, მიმდინარე წლის მაისში საქართველო შეუერთდა მეზღვაურთა შრომის კონვენციას და მიღებული იქნა ამ კონვენციის შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობა - „მეზღვაურთა შრომის შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვას. „ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად შევძელით ის, რომ საქართველოს მეზღვაურის პროფესია დღეს კიდევ უფრო დაფასებულია. საზღვაო სექტორი დიდი სატრანსპორტო სექტორის მნიშვნელოვანი ნაწილია და ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მსოფლიოს კომერციული ტვირთების 90% სწორედ საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდება. საქართველო, როგორც მნიშვნელოოვანი სატრანზიტო-ლოგისტიკური ფუნქციის ქვეყანა ზღვასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკაც იმისკენაა მიმართული, რომ განვავითაროთ ინფრასტრუქტურა. ჩვენ განვაცხადეთ ძალიან მნიშვნელოვანი, ამბიციური პროექტის შესახებ - მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობა დაიწყებს ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის როლს შავ ზღვაზე. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიქნებით სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ოპერაციებში, ქვეყანაში მეტი ეკონომიკა შეიქმნება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით 25 ივნისს, ყოველწლიურად აღნიშნავს მეზღვაურთა პროფესიულ დღეს. ამჯერად საზეიმო ღონისძიებები ბათუმის ცენტრალური პარკიდან დაიწყო - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტთა მსვლელობა სასულე ორკესტრის თანხლებით. ნავმისადგომზე კი მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილება მიიღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა, საზღვაო სექტორის წარმომადგენლებმა და მიწვეულმა სტუმრებმა. მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ბათუმში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებით გაგრძელდება, მათ შორის: საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვებენ საზღვაო პროფესიის წარმომადგენლებს. ასევე, ტრადიციულად შედგება გარდაცვლილი მეზღვაურებისთვის პატივის მიგების ცერემონია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)