|
2023-06-24 17:39:11, 1018 ნახვა
საზოგადოება
პროფკავშირების გაერთიანება - მაღაროელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის შეთანხმება შედგა
პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა. შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა,- აღნისნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს. "პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა! შესაბამის დოკუმენტს ხელი უკვე მოეწერა. სპეციალური რეჟიმი გაუქმდა და ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს! 2022 წლის ინფლაციის მაჩვენებელი 11,9 % იყო. შეთანხმების მიხედვით, პირველი იანვრიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით, დასაქმებულებს ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით, დაემატებათ 100%-იანი ხელფასის 5% იმ 60%-იან ხელფასზე, რომელზეც თებერვლიდან მუშაობდნენ. პირველი ივლისიდან კი დამატებით 6,9 %. აღნიშნული შეთანხმება მოხდა პროფესიულ კავშირებისა და დამსაქმებელს შორის არსებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში, სადაც 6.7 პუნქტის თანახმად გაწერილია ინფლაციის ინდექსის მატება ხელფასზე - ,,1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება. ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, იქნება მოლაპარაკების საგანი". იქედან გამომდინარე, რომ ეს არ იყო მშვიდობიანი პროტესტის ფონზე მოლაპარაკება, პროფკავშირებმა დამსაქმებელს მიმართა თხოვნით, 2022 წლის მაჩვენებლის ათვისება სრულად მომხდარიყო. დამსაქმებელმა, კოლექტიური შეთანხმების ფარგლებში, გაითვალისწინა თხოვნა და ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით, დასაქმებულებს ანაზღაურება სრულად ემატებათ. ნიშანდობლივია, რომ მოთხოვნილ დანარჩენ 13 პუნქტზეც, დამსაქმებლის მხრიდან ძალაში რჩება პრინციპული თანხმობა, შეიქმნას ერთობლივი კომისია: დასაქმებულების, პროფესიული კავშირების, სახელმწიფოს წარმომადგენლის, შრომის ინსპექციის წარმომადგნელებისგან და შესაბამისად მოხდეს ამ საკითხების განხილვა, მოწესრიგება და აღმოფხვრა",- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, ხოლო 13 ივნისს, მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. 15 ივნისს გაფიცულ მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვდა. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ დათმობისთვის, თუმცა იმავეს ითხოვდნენ მეორე მხარისგან. 16 ივნისს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, 18 ივნისს კი, კიდევ ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. 19 ივნისს მაღაროში დასაქმებულთა ნაწილმა ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა და პარლამენტის წინ კარვები გაშალა.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)