|
2023-06-22 15:09:01, 864 ნახვა
პოლიტიკა
ლურჰმანი - ევროკომისიისგან მოვისმინეთ, რომ საქართველოს მთავრობა მოლოდინს ვერ ამართლებს
ევროკომისიისგან მოვისმინეთ, რომ საქართველოს მთავრობა მოლოდინს ვერ ამართლებს,- ამის შესახებ გერმანიის ევროპისა და კლიმატის მინისტრმა, ანნა ლურჰმანმა სტოკჰოლმში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა. ლურჰმანის თქმით, საქართველოში პრობლემას კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმების მიმართულება წარმოადგენს. „საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპულ ოჯახშია. მე უამრავ ქართველს შევხვდი, რომლებსაც მართლა სურთ იყვნენ ევროკავშირში. სამწუხაროდ, ჯერჯერობით კომისიისგან მოვისმინეთ, რომ მთავრობა მოლოდინებს ვერ ამართლებს, რეფორმების ტემპი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. აშკარაა, რომ საქართველოს მოქალაქეები მოითხოვენ მთავრობისგან ამ რეფორმების პრიორიტეტების შესრულებას, არამხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირში ჩამოვიდნენ, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ამით გახდება უფრო თავისუფალი და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყანა. ევროკომისიისგან მოვისმენთ უფრო მეტ დეტალს, მაგრამ რაც ვიცით, არის ის, რომ ბევრი პრობლემაა კანონის უზენაესობის და სასამართლოს რეფორმების კუთხით. იყო საუბარი იმის შესახებაც, როგორ ეპყრობიან სამოქალაქო საზოგადოებას. გერმანიის მხრიდან ნათელია, რომ ჩვენ გვსურს ვნახოთ ევროკავშირში და ნამდვილად ვუჭერთ მხარს ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, ვისაც ამ გზაზე სიარული სურს. აშკარაა, რომ კრიტერიუმები უნდა შესრულდეს, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას“,- განაცხადა ლურჰმანმა. ცნობისთვის, დღეს 22 ივნისს, შვედეთში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მინისტრები უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პროგრესის შესახებ შუალედურ ზეპირ მოხსენებას მოუსმენენ.
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ხარკოვის საცხოვრებელ უბანს რეაქტიული დრონებთ დაარტყა - ერთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)