|
2023-06-22 13:33:01, 695 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით
მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა და აქედან გამომდინარე, მას განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით. არც ხელისუფლება და არც რომელიმე სხვა სუბიექტი არ უნდა ცდილობდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში ჩარევას,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეებისთვის პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ ახალ ინიციატივას. კითხვაზე არის თუ არა მოლოდინი, რომ მოსამართლეებს დაუწესდეთ პირადი სანქციები, კობახიძემ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. „მჯერა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სცადეს უხეშად ჩარეულიყვნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მოსამართლე ჩხიკვაძის დაბარება, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა და ერთგვარი სანქციის დაწესება, ვიზიტზე უარის თქმა, ეს იყო მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის პრეცედენტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ უხეშად ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ, იმის საშუალებას, ბუნებრივია, სხვასაც ვერ მივცემთ. ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს 2012 წლამდე. მაშინ იყო მართლმსაჯულება პოლიტიზებული და ვისაც როგორ უნდოდა, ვგულისხმობ ხელისუფლებას და მათ პატრონებს, ისე ერეოდნენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომა არის განსხვავებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს იგივე „ნაცმოძრაობას“ და იგივე მათ პატრონებს ვერ მივცემთ საშუალებას ჩაერიონ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)