|
2023-06-20 10:40:29, 945 ნახვა
პოლიტიკა
მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრეს
რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში (CCI) გაიმართა რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭოს სხდომა. როგორც CCI-ის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრა ორ ქვეყანას შორის ლოგისტიკის, დაზღვევისა და საქონლის ტრანზიტის საკითხების განხილვას დაეთმო. შეხვედრის გახსნისას რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ პადალკომ განაცხადა, რომ გარემონტებული და გაუმჯობესებული ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნა, ხელს უწყობს საქართველოსა და რუსეთს შორის კომუნიკაციას. მოძრაობის ორგანიზებისთვის არასტანდარტული გადაწყვეტილებები იყო საჭირო, აღნიშნა ვლადიმერ პადალკომ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, განიხილეს საქართველოდან სატვირთო მანქანებისა და მძღოლების რუსეთში ტვირთის გადაზიდვაზე დაშვების საკითხი. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე წარმოადგინეს წინადადებები საქართველოსა და რუსეთს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის შესახებ ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში, მათ შორის ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის შესაძლებლობის შესახებ. შეგახსენებთ, რომ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა სერგეი კატირინმა მაისში განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანზიტის დაწყების აუცილებლობის შესახებ. რუსულ-ქართული ბიზნეს საბჭო მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა. მის ლიდერად აირჩიეს კომპანია IK Rumb-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების ეროვნული ფონდის ვიცე-პრეზიდენტი იური ბალაშოვი. მარტში იგი საქართველოს ეწვია, გამართა საქმიანი შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან და მოინახულა ღვინის ქარხნები კახეთის რეგიონში.
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)