|
2023-06-19 16:37:00, 644 ნახვა
საზოგადოება
ბრუნო მარსის კონცერტის ბილეთები TNET-ის Super App-ში გაიყიდება
15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი პოპისა და R&B-ს ლეგენდა Bruno Mars საქართველოს 1 ოქტომბერს Starring Georgia-ს ფარგლებში ეწვევა! სწორედ ამასთან დაკავშირებით, TKT.ge-სა და Super App-ს ქართველი მსმენელისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს: ბრუნო მარსის კონცერტის ამ ორ პლატფორმაზე გაიყიდება. Super App-ში Star Ring და Orbit კატეგორიის ბილეთების გაყიდვა 20 ივნისს, 10:00-ზე დაიწყება და შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება რამდენიმე წამში, ძალიან მარტივად შეიძინოს საყვარელი არტისტის კონცერტზე დასასწრები ბილეთი. როგორც ცნობილია, Star Ring ბილეთის ფასი 250 ლარია, Orbit-ის კი 500. ბილეთის შეძენისას, Super App-ში თიბისის ყველა Visa ბარათზე იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება, ხოლო კონცეპტის Visa ბარათზე - 30% -იანი ფასდაკლება Orbit კატეგორიის ბილეთზე. თიბისის მოსწავლის და სტუდენტური ბარათით გადახდისას იმოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება, რომელიც გავრცელდება star ring კატეგორიის 5000 ბილეთზე. იმისათვის, რომ ბილეთი Super App-იდან, რიგებისა და დისკომფორტის გარეშე შეიძინო, საჭიროა: ● ჩამოტვირთო აპლიკაცია; ● გაიარო რეგისტრაცია; ● მიაბა პროფილს საბანკო ბარათი. აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც IOS, ასევე Android სისტემებისთვის. თუ კონცერტზე დასწრებას აპირებ, დაიჭირე თადარიგი და გადმოწერე Super App-ი, სადაც ბილეთს სწრაფად და მარტივად შეიძენ: bit.ly/superapp-tnet თანამედროვე შემსრულებლებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტი Bruno Mars- ი მისი ენერგიული ლაივებით მილიონობით მსმენელის საყვარელი შემოქმედი გახდა. ალბომების Doo-Wops & Hooligans, Unorthodox Jukebox და 24K Magic-ის დამსახურებით, ვარსკვლავური სტატუსი მალევე მოიპოვა, ხოლო მისი ჰიტები სხვადასხვა თაობის საყვარელ კომპოზიციებად იქცა. სწორედ ამ ჰიტებს შემოგვთავაზებს ამერიკელი არტისტი 1 ოქტომბერს დინამო არენაზე. „Starring Georgia“ ორწლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: “Bruno Mars”„ Imagine Dragons“ “The Killers”, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)