|
2023-06-19 16:14:13, 711 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული გამოვლინდა
2023 წლის 18 ივნისს, საქართველოში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერთიანებული საფოსტო კავშირის მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეათედ გაიმართა. 2023 წლის საკონკურსო თემა გახლდათ ,,წარმოიდგინე, რომ ხარ სუპერ გმირი და შენი მისია არის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გახადო ყველა გზა უსაფრთხო ბავშვებისთვის. მიწერე წერილი სასურველ პიროვნებას და ახსენი, თუ რა სუპერ ძალები დაგჭირდება, შენი მისიის შესასრულებლად“. კონკურსის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია. ღონისძიებაზე, ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ასევე, „საქართველოს ფოსტის“ რჩეული, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები. გაერთიანებული საფოსტო კავშირის რჩეული. ესენი არიან: · პირველი ადგილი - ანა ერისთავი · მეორე ადგილი - ანანო კიღურაძე · მესამე ადგილი - თამარ ცინდელიანი · საქათველოს ფოსტის რჩეული - დათი ლომიძე · საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რჩეული - ანდრია უღრელიძე · საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული - ანანო კეშელავა · გაერთიანებული საფოსტო კავშირის რჩეული - შიო ტეტელოშვილი მნიშვნელოვანია, რომ პირველი ადგილის მფლობელი წერილი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. შედეგად, “მსოფლიო საფოსტო კავშირის” საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის/ქვეყნის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2023 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ცენტრალურ ოფისში (ბერნი - შვეიცარია). წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრი 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსს. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს. შედეგად, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 400 - მდე მოზარდმა. სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა ყველა მონაწილე.
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)