|
2023-06-19 12:40:07, 859 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პრეზიდენტის მიერ სებ-ის საბჭოს წევრებად წარდგენილ კანდიდატურებს „ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს
ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი,- ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად 2 კანდიდატის წარდგენას. კობახიძის თქმით, ერთ-ერთი წარდგენილი კანდიდატი პირდაპირაა დაკავშირებული "ნაციონალურ მოძრაობასთან". "ჩვენი პოზიცია უკვე ჩამოყალიბებულია ამ თემაზე, გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით, როგორც მოგეხსენებათ, უმრავლესობა იღებს ამაზე გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ შესაბამის კანდიდატურებს, რომლებიც კონსულტაციების გარეშე იქნა წარმოდგენილი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არის სტანდარტული პრაქტიკა შემდეგი: როდესაც ორი ორგანოა ჩართული თანამდებობის პირების განწესებაში, ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებს ხოლმე კონსულტაციები, რაც დაირღვა ამ შემთხვევაში, ეს ერთი. მეორე - მე არ მაქვს ინფორმაცია ერთ-ერთ კანდიდატზე, გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთი კანდიდატი არის პირდაპირ დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან, "ნაციონალურ მოძრაობასთან", მის ლიდერებთან მეგობრობა. შესაბამისად, კონსულტაციების გარეშე წარმოდგენილ კანდიდატებს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ",- განაცხადა კობახიძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, მათი ეს გადაწყვეტილება უფრო დაძაბავს თუ არა პრეზიდენტთან ურთიერთობას კობახიძემ განაცხადა: „ჩვენ ვმოქმედებთ კონსტიტუციის შესაბამისად და კონსტიტუციის სულისკვეთების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ამას ანგარიში უნდა გაუწიოს პრეზიდენტმა“. შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა.
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
პაპუაშვილი: უმჯობესია შორეულ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)