|
2023-06-17 18:17:44, 1149 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ ჯავახიშვილის უნივერსიტეტი პუტინისტების შტაბ-ბინად გადააქცია
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტების ნაწილზე თავდასხმას გამოეხმაურა, რომლებიც ირაკლი კობახიძისა და "ქართული ოცნების" პოლიტიკას აპროტესტებდნენ. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მმართველმა პარტიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი "პუტინისტების შტაბ-ბინად გადააქცია" "წარმოუდგენელი და გაუგონარი ამბები ხდება. დღეს ვნახეთ, რომ არასრულწლოვნებს რუსული პარტიის ზონდერები დაესხნენ თავს. საუბარია 16-17 წლის ახალგზრდებზე, რომლებსაც ე.წ. ორკები მიუვარდნენ გაუგონარი ძალადობით, ქვების სროლით. ჩვენ ვნახეთ უნივერსიტეტი, რომელიც გადააქციეს კრიმინალური გარჩევის ადგილად. რუსულმა ოცნებამ პუტინისტების შტაბ-ბინად გადააქცია ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, ზონდერების თავშეყრის ადგილად", - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილს მმართველი გუნდის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა და "ოცნების" პოლიტიკის გაპროტესტება სურდათ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. როგორც ერთ-ერთი სტუდენტი ამბობს, როდესაც ბანერის გაშლა სურდათ 20-მდე კაცი გამოვიდა აუდიტორიიდან წაართვეს ბანერი, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე კიბიდან დააგორეს.
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)