|
2023-06-17 18:04:58, 1061 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - „ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა
„ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა, - ასე გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ბანაკზე თავდასხმას. როგორც გახარიამ აღნიშნა, მმართველმა პარტიამ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო. "ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის. ოცნებამ, ისევე როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ, მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო. ახლა უკვე ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა. ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი. ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს!", - წერს გახარია. შეგახსენებთ, გორის სმარტთან "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც მან თვალის არეში დაზიანება მიიღო. ამის შემდეგ "გირჩი-მეტი თავისუფლებას" პარტიამ გაავრცელა ვიდეო კადრები სადაც ჩანს, რომ ბორჯომში, იმ სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა, რომლებიც შეურაცხმყოფელი სიტყვებითა და აგრესიით გამოირჩევიან. როგორც პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, ისინი იმუქრებიან და აცხადებენ, რომ თუ საღამომდე არ დატოვებენ ადგილს უარესს დამართებენ.
ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ექსპორტი ომამდელ დონეს დაუბრუნდა - ფასი კი ეცემა
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
სააკაშვილმა შავ ჭირის საფრთხის გამო რუსეთთან საზღვრის დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდა
ევროკავშირის ელჩი საქართველოში: იდენტობასა და ევროპულ ინტეგრაციას შორის არჩევანი ცრუ დილემაა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის მიმართულებით გაშვებული დრონებისა და რაკეტების რაოდენობით ახალი რეკორდი დაამყარა
რუსეთმა ზაპოროჟიეში დნეპრზე მდინარეზე გადებული ხიდი დაბომბა - ხუთი ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)