|
2023-06-15 22:33:35, 1898 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე - აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა
აჭარის მუნიციპალიტეტებში 2024-2027 წლებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 133,6 მლნ. ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის საქმიანობის წლის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარე მასშტაბურ სპორტულ, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე, რაც მისივე განცხადებით პოზიტიურად აისახება როგორც სპორტულ მიღწევებზე, ისე ჯანსაღი ცხოვრების წესზე და მნიშვნელოვნად ვითარდება სპორტული ტურიზმი. "სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის მხოლოდ 2023 წელს 155 მლნ. ლარი დაიხარჯება. აჭარაში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 10-მდე მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხორციელდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშენდა ბათუმის სტადიონი, ბათუმის სპორტული კომპლექსი, სრულდება ჩაქვის ძალოსანთა ბაზა, დასრულდა შუახევში ფიფას სტანდარტების სტადიონი. 2023 წელს დაგეგმილია ახალი პროექტების, ხელვაჩაურის სასპორტო კომპლექსის, ფიფას სტანდარტის „მაჭახელას" საფეხბურთო სტადიონის, ჭადრაკის სასახლის, ქედის სასპორტო კომპლექსის, საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის" საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. 2023 წელს დაგეგმილია ასევე, ყინულის არენის და საცურაო აუზის, ქობულეთის სასპორტო კომპლექსის, ბათუმის საჩოგბურთო კორტების, ფურტიოს სარაგბო მოედნის, ხუცუბნის სარაგბო მოედნის მშენებლობები. მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2024-2027 წლებში - 133,6 მლნ. ლარი დაიხარჯება. მთავრობის მეთაურმა სპორტში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა - 2022 წელი განსაკუთრებული იყო სპორტისათვის - საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით მოასპარეზე სპორტსმენებმა აჭარიდან საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე მოიპოვეს 300-მდე მედალი, მათ შორის არიან 8 მსოფლიო ჩემპიონი, 9 ევროპისა და 79 საქართველოს ჩემპიონი. მნიშვნელოვნად გაიზარდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებისა და პრიზიორებისათვის გასაცემი ერთჯერადი ჯილდოების რაოდენობა. მთლიანი საპრიზო ფონდის მოცულობა 400 ათასი ლარის ნაცვლად განისაზღვრა ერთი მილიონი ლარით. 2023 წელს რეგიონი მასპინძლობს არაერთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას. 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში. ბათუმში გაიმართება რამდენიმე მატჩი, მათ შორის ფინალი. მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში. მსოფლიო თასი ფარიკაობაში. გაიმართა ღია საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში", - ნათქვამია განცხადებაში.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)