|
2023-06-15 19:34:58, 785 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში 80 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს , იწყება 1000 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელის მშენებლობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის საქმიანობის 1 წლის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ანგარიშის პრეზენტაციას, მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ რეგიონში განათლების ხარისხის ზრდის, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნის და განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, 2023 წლის ბიუჯეტი 105 მილიონი ლარით განისაზღვრა. 2022-2023 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურა. 2022 წელს განხორციელდა 40 საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია. 2023 წელს დაგეგმილია 10 საჯარო სკოლის მშენებლობის დაწყება, 70 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და 50 საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. განათლებისა და მეცნიერების ქალაქში დასრულდა ახალი ფიზიკა-მათემატიკის პროფილის სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, სკოლა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. დაიწყო პროფესიული სასწავლებლის ,,ბლექსის" ახალი კორპუსის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში დაიწყება სახელოვნებო სკოლის მშენებლობა, რომელშიც 5 სახელოვნებო სკოლა იფუნქციონირებს. აქტიურად გრძელდება უმაღლესი საგანამანთლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. 2023 წელს დაგეგმილია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1500 სტუდენტზე გათვლილი ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა, ასევე, აჭარაში მოქმედი სამი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1000 სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი შენობის მშენებლობის დაწყება. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში დასრულდა სატრენაჟორო- საწვრთნელი კონსტრქუციის მონტაჟის სამუშაოების პირველი ეტაპი, მოეწყო ახალი სივრცე მცურავი საშუალებებისა და სხვა საზღვაო მოწყობილობების მცირე ზომის ანალოგების (მაკეტების) შესაქმნელად. განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსება. 2022 წელს სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1130 სტუდენტი, 1 217 834 ლარით. ასევე, აჭარაში მოქმედ სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის საფასური დაუფინანსდა 1000 სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომელთაც დავალიანება წარმოექმნათ პანდემიის პერიოდში. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი აგრძელებს სტუდენტებისა და ახალგაზრდების მხარადაჭერას, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული ზრდის პროგრამების შეთავაზებას, მათი შესაძლებლობებისა და ინტერესების რეალიზების ხელშეწყობას. 2022 წელს ჩატარდა 22 ღონისძიება, რომელშიც ჩაერთო 10 000-ზე მეტი ახალგაზრდა.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)