|
2023-06-14 11:24:42, 685 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გამართული ეკონომიკის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, 12 ივნისს ეკონომიკის ოლიმპიადის ფინალური ტური გაიმართა, რომელში მონაწილეობაც 10 საუკეთესო შედეგის მქონე ნახევარფინალისტმა მიიღო. მათგან ჟიურის წევრებმა 5 გამარჯვებული გამოავლინეს, რომლებიც ჯერ ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში, შემდეგ კი სლოვაკეთში, საერთაშორისო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადა სამ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ტურში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 291 სკოლის 1300-მდე მოსწავლემ მიიღო. პირველ რაუნდში მოსწავლეებმა ონლაინ ტესტირება გაიარეს და 25 დახურულ შეკითხვას უპასუხეს, შედეგად, მეორე ტურში 230 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა გადავიდა. ნახევარფინალი თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართა, სადაც ახალგაზრდებს, ტესტირების პარალელურად, შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ პანელურ დისკუსიებში ეკონომიკისა და ფინანსების მართვის შესახებ. სესიებს ატარებდნენ ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია Economic Fundamentals Initiative-ის წარმომადგენლები რენდალ ფილერი, ჯოსეფ კალჰოუნი და ტაუნი ფერარინი. ფინალური ტურის ფარგლებში, საუკეთესო შედეგის მქონე 10-მა მოსწავლემ ჟიურისთან გაიარა გასაუბრება, შედეგად კი 5 გამარჯვებული გამოვლინდა: ნიკა ვანაძე, კლიმენტი ბერულავა, გუკა ცაგარეიშვილი, ანი გვარამაძე, ნიკოლოზ ყორანაშვილი. ახლა გამარჯვებულები ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში გაივლიან გადამზადებას, გაეცნობიან ეკონომიკის საფუძვლებს, დაესწრებიან ტრენინგებს და მოემზადებიან საერთაშორისო ტურში მონაწილეობის მისაღებად, სადაც ისინი 17 ქვეყნის გამარჯვებულებთან ერთად იასპარეზებენ. „საქართველოს ბანკი“, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ეკონომიკური, ფინანსური და სამოქალაქო განათლების ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკი“ „ეკონომიკის ოლიმპიადის“ გენერალური სპონსორია. გვჯერა, რომ აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ახალგაზრდების ეკონომიკით დაინტერესების პროცესში, რაც თავის მხრივ, სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივის წარმატებას კი ოლიმპიადისადმი მოსწავლეების მიერ გამოვლენილი ინტერესიც მოწმობს - დარეგისტრირებულ მოსწავლეთა რაოდენობით საქართველო რეგიონში პირველ ადგილს იკავებდა. ჩვენ ძალიან გვახარებს ეს ფაქტი და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზარდება ეკონომიკით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ახალი ინიციატივების მხარდაჭერას და მოსწავლეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, ანა ლომთაძემ. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ოლიმპიადა ეკონომიკური განათლების ინსტიტუტის (INEV) პროექტის „ეკონომიკის საერთაშორისო ოლიმპიადა“ ფარგლებში INEV-ის მოდელით მათი მანდატის ქვეშ იმართება, რომელსაც ლოკალურად საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi) ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს. ეკონომიკის ოლიმპიადის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“, მხარდამჭერები არიან Economic Fundamental Initiative (EFI) და თავისუფალი უნივერსიტეტი, ოლიმპიადის მედია პარტნიორია ბიზნეს მედია საქართველო (BMG), ოლიმპიადის სოციალური მედია პარტნიორია ორჯერ ორი (2x2).
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)