|
2023-06-13 22:40:17, 720 ნახვა
საზოგადოება
ეკა ბოჭორიშვილი - საკანონმდებლო ცვლილების მიზანი პაციენტების ინტერესების დაცვა, უსაფრთხოება, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამედიცინო მომსახურების კონტროლია
„საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი პაციენტის ინტერესების დაცვა, უსაფრთხოება და მომსახურების ხარისხის კონტროლია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს“ სახელმწიფო პროგრამების რევიზია/კონტროლის სამმართველოს უფროსმა ეკა ბოჭორიშვილმა, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, უწყებას, დროული და ოპერატიული მუშაობისთვის, პაციენტის საჩივრის საფუძველზე დაუყოვნებელი რეაგირების უფლებამოსილება მიენიჭება, რასაც, 72 საათის განმავლობაში, სხვადასხვა ეტაპების გავლა სჭირდებოდა. „მუშაობის პრაქტიკამ აჩვენა, რომ აუცილებელია მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი“, - განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა. მისივე განმარტებით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში, მაკონტროლებელი ორგანოს ფუნქციები გაძლიერდება. კერძოდ, მას მიენიჭება სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, საზედამხედველო ობიექტის დათვალიერება, დალუქვა და სხვა. „დღეს, საქართველოში, კლინიკების უმრავლესობა, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში იღებს დაფინანსებას. შესაბამისად, დაწესებულებები შესრულებული სამუშაოების თანხების მოთხოვნის მიზნით, განმახორციელებლისგან ძალიან დიდი რაოდენობით თანხას იღებს. პერიოდულობით რეგულირების სააგენტოს შესაბამისი ჯგუფი სახელმწიფო პროგრამის რევიზია-კონტროლს ახორციელებს, დარღვევების გამოვლენის, არამიზნობრივი ხარჯვის, ან არასწორი მართვის შემთხვევაში ფორმდება აქტი. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, კლინიკების მხრიდან დავა სასამართლოში წლების განმავლობაში გრძელდება, რაც უფრო დიდ ვადებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, დღევანდელი მდგომარეობით, ჯარიმების გადახდა წლების განმავლობაში ჭიანურდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, დაკისრებული საჯარიმო სანქციების დაუყოვნებლივი აღსრულება. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება აღნიშნულ საჩივარს არ ეთანხმება , მათ აქვთ უფლება, ეს ყველაფერი სასამართლოში გაასაჩივრონ და შესაბამის გადაწყვეტილებას დაელოდონ“, - განაცხადა ეკა ბოჭორიშვილმა.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)