03:15 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-09 12:52:03, 857 ნახვა

საზოგადოება
ტექნიკური ხარვეზის გამო, „112“ ალტერნატიულ ნომრებს აქვეყნებს

მოქალაქეებს, ტექნიკური ხარვეზისა და 112-ში ზარების შეფერხებით შესვლის გამო, ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვა შეუძლიათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112" ავრცელებს.

როგორც "112"-ში აცხადებენ, ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობს.

"ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის.

თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:

599842206, 598087761, 577011139, 577011174, 591544384, 591946840, 591946870, 591544375

ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics