|
2023-06-05 14:22:39, 827 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს ბესიკ კირთაძეს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს ბესიკ კირთაძეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ოთარ შამუგიას განცხადებით, „ჯორჯიან მანგანეზს“ გარემოსდაცვითი მიმართულებით კონკრეტული ვალდებულებები აქვს შესასრულებელი. ვალდებულებების შესრულების ნაწილში არსებობს მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შესრულებაც განსაკუთრებით პრიორიტეტულია. სამუშაო შეხვედრაზე, ახალ მმართველ ბესიკ კირთაძეს, არსებული ეკოლოგიური გამოწვევების მოსაგვარებლად დაევალა, წარადგინოს საკუთარი ხედვა კონკრეტული ორწლიანი სამოქმედო გეგმის სახით, რომელის შესრულების მონიტორინგს სამინისტრო განახორციელებს. „ბიზნესი, რომელიც ქვეყანაში ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად, თანმიმდევრული ღონისძიებების გატარებით გამოსწორდეს დღეს არსებული მდგომარეობა. შესაბამისად, კომპანიამ, სამთო მოპოვების პროცესის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრის სამოქმედო ორწლიანი გეგმა სამინისტროსთან შეთანხმებით უნდა შეიმუშაოს, სადაც ღონისძიებები და კონკრეტული ვადები იქნება გაწერილი. ეს არის ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, ცხადია, ყველა საკითხის მოგვარება მოკლე დროში ვერ მოხერხდება, თუმცა სამინისტროს პოზიცია არის პრინციპული, რომ გარკვეული კრიტიკული საკითხები დროულად გადაწყდეს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ბესიკ კირთაძემ აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებულია, ტექნიკური დოკუმენტები და კონკრეტული ღონისძიებები უახლოეს პერიოდში შეთანხმდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)