|
2023-06-03 12:23:18, 1007 ნახვა
საზოგადოება
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს კიბერუსაფრთხოების აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოებისვის განკუთვნილი თანამედროვე აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა გადასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღჭურვილობის გადმოცემა პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში განხორციელდა, რომელიც “ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)” ინიციატივის ნაწილია. "აღჭურვილობის გადმოცემის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე - კატალინ გერმანი და და UNOPS -ის წარმომადგენლები დაესწრნენ. კიბერდანაშაულთან ბრძოლისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის სწრაფი იდენტიფიცირების, მტკიცებულებების შეგროვების და ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კიბერდანაშაულის გამოძიების შესაძლებლობებს, რაც თავის მხრივ, დანაშაულის გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს. ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას. აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას",- აღნისნულია ინფორმაციაში.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)