08:16 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-31 15:08:57, 861 ნახვა

საზოგადოება
ბორჯომში სამხედროებმა გამწვანების აქციაში „ტყის ბუნებრივი განახლება“ მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, ბორჯომის ხეობაში ტყის განახლების ხელშეწყობის მიზნით გამწვანების აქცია მოეწყო. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხანძრის შედეგად სრულად განადგურებულ 250 ჰექტარზე აქციის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა და სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა 250 კავკასიური ფიჭვის ნერგი დარგეს. 

უწყების ინფორმაციით, ტყის განაშენიანების აქციაში მონაწილეობდნენ ეროვნული გვარდიის რეზერვისტები, აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. აქციის მიზანი ხანძრის შედეგად განადგურებული ტყის აღდგენაა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics