10:15 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-25 17:39:23, 1022 ნახვა

საზოგადოება
ლევან კაკავა ამერიკის შეერთებულ შტატებში საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის კომისრის თანაშემწის მოადგილეს, კლინტ ლემს და დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საბაჟო ადმინისტრაციები, ასეთი მაღალი დონის შეხვედრას მართავენ.

"შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში, ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, საბაჟო კონტროლის შესაძლებლობებისა და  საბაჟო ადმინისტრაციის შემდგომი ინსტიტუციონალური გაძლიერების მიმართულებით.

აღნიშნული ვიზიტი აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის (EXBS) ფარგლებში გაიმართა და მას, ასევე, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზურაბ სიჭინავა, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, სამსონ ურიდია და რისკების მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილე ოთარ რიკაძე",- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics