|
2023-05-25 14:37:16, 1009 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქმა იცოდა, რომ მოსკოვში ვარ, მაგრამ არ იცოდა, რომ წირვაზე დასწრებას ვაპირებდი
პატრიარქი კირილეს ანგელოზის ხსენების დღე იყო, მიმიწვიეს წირვაზე. ვეღარ მოვასწარი პატრიარქის ინფორმირება,- ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მოსკოვში ლიტურგიაზე დასწრებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა "ფორმულას" სატალეფონო საუბრისას უთხრა, საქართველოს პატრიარქი რუსეთში მის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო. "ერთი მხრივ, პატრიარქმა იცოდა, რომ მოსკოვში ვარ, მაგრამ არ იცოდა, რომ ვაპირებდი წირვაზე დასწრებას, ვეღარ მოვასწარი შეთანხმება. პატრიარქი კირილე რომ ომს აკურთხებს და ახალისებს, ეს არის არასწორი ინფორმაცია. ძალიან მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ პატრიარქი კირილეს კანონიკური ტერიტორიაა, სადაც დღეს ომი მიმდინარეობს. თვითონ ასე თვლიან ყოველ შემთხვევაში და შესაბამისად, თავის ეპარქიაში, თავის ადგილობრივ ეკლესიაში, ის ვერ აკურთხებს ვერანაირ ომს, რადგანაც ყველანი მისი სულიერი შვილები არიან, ეს არის ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი და სხვა ტერიტორიები, სადაც ვრცელდება რუსეთის ეკლესიის იურისდიქცია",- აცხადებს მეუფე ნიკოლოზი. ცნობისთვის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა. რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 24 მაისს, რუსეთის პატრიარქმა კირილემ მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რომელსაც ანტიოქიის, სერბეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც ესწრებოდა. 24 მაისს წმ. კირილესა და მეთოდეს ხსენების, პატრიარქი კირილეს სახელობისა და სლავური დამწერლობის დღე აღინიშნება.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)