|
2023-05-25 11:14:48, 882 ნახვა
საზოგადოება
გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობისა და დანაშაულის პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობისა და დანაშაულის პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა გენერალური პროკურატურის ცნობით, ჟურნალი საქართველოს გენერალური პროკურატურისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლობით შეიქმნა. ჟურნალის პრეზენტაციას საქართველოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის მოადგილეები, ჟურნალის ავტორები, რედაქტორები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სტუმრებს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მიმართა და პროკურატურას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საპროკურორო საქმიანობის და დანაშაულის პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის პირველი ნომრის გამოსვლა მიულოცა. „საქართველოს პროკურატურა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აკადემიურ წრეებთან, უნივერსიტეტებთან, სტუდენტებთან და პროფესორებთან ურთიერთობას, რადგან სწორედ ასეთი თანამშრომლობით არის შესაძლებელი იმ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა და მათი გადაჭრა, რომელიც მართლმსაჯულების სფეროში მრავლად გვაქვს. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ჟურნალის პირველი ნომერი მრავალფეროვანია და ბევრი საკითხია მიმოხილული", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ სწორედ აკადემიურ წრეებთან ერთერთი შეხვედრის დროს გაჩნდა ამ ჟურნალის დაასრების იდეა და იმედი გამოთქვა, რომ ჟურნალის გამოცემა რეგულარულად გაგრძელდება. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვებით მიმართეს და ჟურნალის გამოსვლა მიულოცეს, გენერაური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ გიორგი დგებუძემ, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორმა, კრიმინოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა მორის შალიკაშვილმა, პროკურატურის პროფესიული განვითარების ცენტრის უფროსმა მირიან მეგრელიშვილმა. საპროკურორო საქმიანობისა და დანაშაულის პრევენციის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი პრაქტიკოსებსა და მკვლევარებს შესაძლებლობას აძლევს გაცვალონ ახალი ინფორმაციები, იდეები და მოსაზრებები საპროკურორო საქმიანობისა და დანაშაულის პრევენციის აქტუალური საკითხების შესახებ. ჟურნალი განკუთვნილია იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის, პრაქტიკოსი პროკურორების და გამომძიებლებისთვის, ასევე დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის საკითხებით დაინტერესებული სხვა პირებისთვის. ჟურნალის პირველ ნომერში საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა და სამართლის მკვლევართა 10 სტატია გამოქვეყნდა. სტატიები მრავალფეროვანია და შეეხება სისხლის სამართლის მიმართულების არაერთ სფეროს, როგორიცაა მატერიალური სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ვიქტიმოლოგია და სხვა. ჟურნალზე მუშაობა გრძელდება და წელიწადში ორი ნომრის გამოცემა იგეგმება.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)