|
2023-05-24 13:21:22, 1177 ნახვა
საზოგადოება
დაიწყე ავტომობილის მომზადება ზაფხულისთვის - შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“
ზაფხულის ცხელ დღეებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ახალი და მრავალფეროვანი შეთავაზებებით ხვდება. იაპონური ბრენდის ავტომობილების მფლობელები მაისსა და ივნისში გაყიდვების შემდგომ მომსახურებაზე განსაკუთრებული ფასებით ისარგებლებენ.
ავტომობილზე ზრუნვა მხოლოდ მისი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფით არ სრულდება. სწორედ ამიტომ „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ 23 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით სამღებრო სათუნუქე მიმართულებით ნებისმიერ ნაწილზე, მომსახურებასა თუ აქსესუარზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. ავტომობილის ვიზუალური დაზიანებისა და ნაკაწრებისგან დასაცავად კი „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ უმაღლესი ხარისხის ფირების გადაკვრასა და მინების დაბურვის სერვისზე სპეციალურ ფასსა და დამატებით 15 %-იან ქეშბექს გთავაზობთ. შეთავაზებებით სარგებლობისას „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ სერვისცენტრში თქვენს ავტომობილზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ. „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ აქციები ივნისში ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ავტომობილის შეძენის დროსაც იმოქმედებს. მომხმარებლები, რომლებიც ისარგებლებენ ტოიოტასა და თიბისის ექსკლუზიური სალიზინგო პროდუქტით, ტოიოტა იზი ან ტოიოტა ფლექსით, მიიღებენ სპეციალურ ფასს შემდეგი მოდელების შეძენისას: Toyota C-HR, COROLLA, YARIS CROSS და CAMRY HYBRID. სპეციალური შეთავაზება იმოქმედებს CARMRY HYBRID-ის ლიზინგის გარეშე შეძენის შემთხვევაშიც. ტოიოტას ერთ-ერთი გამორჩეული მოდელის შეძენისას, მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“ საჩუქრად 300 ლიტრ საწვავსა და პირველ გეგმურ მომსახურებას მიიღებს. Toyota COROLLA-ს შეძენისას კი სასტუმრო „ახალი საირმის“ 2-კაციანი საგზურით დასაჩუქრდება. -- „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)