08:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-10 17:15:46, 985 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი - ის, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ზუსტად პროვოკაციაზე წამოგებაა

ის, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ზუსტად პროვოკაციაზე წამოგებაა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხდა.

წილოსანის თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს პროვოკაცია, მაშინ ამ პროვოკაციაზე წამოგება არასწორია.

"პრეზიდენტის ბრიფინგიდან ერთი, რაზეც პოზიტიურად შემიძლია ვთქვა, არის მისი განცხადება, რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან პროვოკაცია. ამიტომ თუ ფიქრობს, რომ პროვოკაციაა, ამ პროვოკაციაზე წამოყოლა, ასე ვთქვათ, ავარდნა და ჩვენი მხრიდან იმ პრინციპის დარღვევა, რომ ვერ ვუწესებთ სანქციებს, ამით პასუხის გაცემა არანაირ ჭკუასთან არ შეიძლება იყოს ახლოს. აქედან გამომდინარე, თუ ამ ჭრილში შევხედავთ ამ საკითხს და პროვოკაციად შევაფასებთ, ის, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ჩვენი მხრიდან ზუსტად პროვოკაციაზე წამოგებაა",- განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევა.

გარდა ამისა, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსებისთვის „საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციაც“ გააუქმა.

აღნიშნულ საკითხზე დღეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილებას პროვოკაციული უწოდა და  ხელისუფლებას მოუწოდა, რომ შეიკრიბოს უსაფრთხოების საბჭო და განხილული იყოს რუსეთთან სამთვიანი ვიზების დაწესების საკითხი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics