21:12 - 07 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 17:15:11, 929 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინმა ქართველ და მოლდოველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, 9 მაისის წინ, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის ლიდერებს, ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტებს, ასევე ქართველ და მოლდოველ ხალხს ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვებას ულოცავს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლი ავრცელებს.

მილოცვაში პუტინმა აღნიშნა, რომ "ამ დღეს რუსეთი ღრმა პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავს ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა თავდაუზოგავმა ბრძოლამ და მუშაობამ, შესაძლებელი გახადა ნაცისტი დამპყრობლების განადგურება".

"დღეს ჩვენი მორალური ვალია, წმინდად შევინარჩუნოთ ჩვენი მამებისა და პაპების მიერ გადმოცემული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დავუშვათ დიდი სამამულო ომის შესახებ ისტორიული სიმართლის დამახინჯება ისევე, როგორც ნაცისტების, მათი თანამზრახველებისა და სხვა იდეოლოგიური მემკვიდრეების გამართლება", - ნათქვამია პუტინის მილოცვაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics