|
2023-05-08 15:39:04, 903 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე - მე და რომან გოცირიძეს პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მოგვცეს
მე და რომან გოცირიძეს ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მოგვცეს,- აღნიშნულის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. დეკანოიძის შეფასებით, უარი საპროცედურო კომიტეტმა კანონის საწინააღმდეგოდ განმარტა. "როგორც საპროცედურო კომიტეტმა სრულიად კანონის საწინააღმდეგოდ განმარტა, მე და ბატონ რომანს, ამ შემთხვევაში, ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მოგვცეს, რაც იმას გულისხმობს, რომ რა თქმა უნდა, მათ შეეშინდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის საქართველოს პარლამენტში და გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ პოლიტიკური ჯგუფი ითვალისწინებს დამატებით ბერკეტებს, დამატებითი დროის გამოყენებას ოპოზიციის მიერ",- განაცხადა დეკანოიძემ. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ აღნიშნა, შესაძლებელი ყოფილა, რომ „ქართულმა ოცნებიდან“ გამოყოფილებმა შექმნან პოლიტიკური ჯგუფი და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილებმა - არა. „თურმე, შესაძლებელი ყოფილა, რომ „ქართულმა ოცნებიდან“ გამოყოფილებმა შექმნან ფრაქცია თუ პოლიტიკური ჯგუფი და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილებმა არა. ეს არის აბსურდი. კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ ხელისუფლების ბუნებას, რომ არ უნდათ იოტისოდენა ისეთი ბერკეტი შექმნან, რომელიც მათ ძალაუფლების დასუსტებას შეუწყობს ხელს. როგორადაც არ უნდა მოიქცნენ ამ პარლამენტში, ჩვენი ხმა ყოველთვის იქნება ძალიან მაღალი და ყოველთვის ვამხელთ, ყოველთვის ვიტყვით იმას, რაც ხალხს უნდა და არა იმას, რაც „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს უნდა“,- განაცხადა გორიძემ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პოლიტიკური ჯგუფების შექმნის უფლება აქვს დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში ერთი პარტიის სიით მოხვდნენ და შემდეგ პარტია დატოვეს. ხოლო არსებული რეგლამენტით, ეს შესაძლებლობა არ ვრცელდება საარჩევნო ბლოკის სიით გასულ იმ დეპუტატებზე, რომელთა პარტიასაც პარლამენტში ფრაქცია აქვს შექმნილი. ცნობისთვის, 4 მაისს, ოპოციზიონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხატია დეკანოიძესთან ერთად პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიდა.
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)