|
2023-05-02 14:51:46, 816 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური ოპოზიციას - მანდატები მამათქვენის და ბებიათქვენის გადმოცემული სუვენირი გგონიათ - ფარჩაკები და ტურები ხართ [ვიდეო]
მანდატები თქვენ გგონიათ, მამათქვენის და ბებიათქვენის გადმოცემული სუვენირი, მაგიტომაც ხართ ფარჩაკები და ტურები,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც ღუდუშაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ოპოზიცია საზოგადოებისგან პასუხს არჩევნებზე მიიღებს. "სირცხვილია, როდესაც რომან გოცირიძე გვეძახის წინა საუკუნის ხალხს ანუ წარსულებს და თვითონ მიიჩნევს თავს მომავლად, სინათლედ - პირი, რომელიც "ნაციონალებმაც" კი გააქრეს. ხაბეიშვილი რომ გაგაგდებს და საკუთარ თავს, ზოგადად, თუნდაც კაცად მიიჩნევ, წარმოუდგენელი უტიფრობაა. ეს ადამიანი ჩვენს თანამოქალაქეებს, ღირსეულ ქართველებს, ვაჟკაცებს, ჩვენს დებს, ძმებს, შვილებს აყენებს შეურაცხყოფას და ეძახის სულელებს. როგორ ბედავთ საერთოდ ასეთ რაღაცებს?! ეს კაცი, რომელმაც თავი დაამახსოვრა საზოგადოებას, როგორც კუპონის მამამ, დღეს ასეთ სამარცხვინო რაღაცებს ბედავს. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს. როდესაც მის ამ განცხადებას მისი კოლეგები თუ ყოფილი კოლეგები "ნაციონალური მოძრაობიდან" აჟიტირებულები უყურებდნენ, მაგიტომ ხართ ასე 3-4%-იანები და მაგიტომ ხართ, რომ თავმჯდომარედ გყავთ ცირკის მასხარა ხაბეიშვილი - მაგიტომ ხართ მაგ უბედურ დღეში. მოვა არჩევნები და მიიღებთ საკუთარ ამ ქმედებებზე პასუხს. ვინ ვინ და თქვენ როდესაც ბედავთ და გვეუბნებით, ანტიდასავლური ძალა ხართო და ჩვენ გვეუბნებით კონსტიტუციას თურმე ვარღვევთ, რეგლამენტს ვარღვევთ. 8 თვის განმავლობაში საკუთარი ამომრჩევლის გადაწყვეტილება ფეხებზე რომ დაიკიდეთ, არ შეასრულეთ და მანდატები თქვენ ის გგონიათ, მამათქვენის და ბებიათქვენის გადმოცემული სუვენირი, მაგიტომაც ხართ ფარჩაკები და ტურები. ეს უსინდისოები, როგორ ბედავთ ხალხის შეურაცხყოფას? ვინ არის ანტიდასავლური ძალა. მე გეუბნებით, თქვენ, როდესაც დემოკრატიაზე საუბრობთ, მართლმსაჯულებაზე საუბრობთ, ბიზნესზე საუბრობთ, დაასახელეთ რა გააკეთეთ ქვეყნისთვის",- მიმართა ღუდუშაურმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)