|
2023-05-02 13:10:26, 844 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე - საზოგადოება მხარს უჭერს ხელისუფლების პოლიტიკას მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების სფეროში [ვიდეო]
29 აპრილს ჩატარდა შუალედური არჩევნები. მე მინდა მივულოცო ჩვენს თანაგუნდელებს ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც უფრო მაღალი აქტივობით და უფრო მაღალი მხარდაჭერით დაგვიდასტურეს ეს მანდატი და ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს ხელისუფლების პოლიტიკას მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების სფეროში,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თალაკვაძის თქმით, ის, რომ ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, უნდა შეფასდეს, როგორც თავის არიდება საკუთარ პასუხისმგებლობაზე. „12 ქვეყნიდან საერთაშორისო დამკვირვებლები ესწრებოდნენ და აკვირდებოდნენ ამ არჩევნებს და მათ დადებითად შეაფასეს ის სიახლეები, რომელიც ჩვენ დავნერგეთ. აქაც ხელისუფლებამ შეასრულა პირობა და წარმატებით დანერგა მნიშვნელოვანი სიახლე, ელექტრონული დათვლის სისტემა. შეიძლება ითქვას, რომ რეფორმის პირველი ფაზა უკვე არის წარმატებული და ეს აღიარებულია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ. ამ შუალედურმა არჩევნებმა გადაამოწმა ის კვლევებიც, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა სპეკულაციის საგანი. ის, რომ ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა ამ არჩევნებში, უნდა შეფასდეს, როგორც დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, თავის არიდება საკუთარ პასუხისმგებლობაზე, რომელიც დემოკრატიულ სისტემაში აქვს ყველა ოპოზიციურ პარტიას. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამ უპასუხისმგებლო ქცევას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბურჭულაძე: ოცნებასთან საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლებაა
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)