|
2023-05-02 12:35:41, 778 ნახვა
პოლიტიკა
სამნიძე პაპუაშვილს - მზად ხართ, გადაეფაროთ კლანს - რატომ თვლით, რომ გაქვთ უფლება, ამოიღოთ კენჭისყრის საკითხი დღის წესრიგიდან [ვიდეო]
თქვენ, ბ-ნო სპიკერო, მზად ხართ, გადაეფაროთ უმრავლესობასთან ერთად კლანს, სასამართლო სისტემას, ოღონდ პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პლენარულ სხდომაზე. როგორც სამნიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კენჭისყრის ჩამონათვალში ამოიღებულია საკითხი, რომელიც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება, რაც როგორც სამნიძე ამბობს, უმრავლესობის შიშს უკავშირდება. "დღის წესრიგში კენჭისყრის საკითხების ჩამონათვალში არ არის საკითხი, რომელიც უკვე განხილულია და ვიცით, რომ უნდა ყოფილიყო ამ ჩამონათვალში. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ თქვენ თქვენი პირადი გადაწყვეტილებით, როგორც ჩანს, გააქრეთ, წაშალეთ საკითხი, რომელიც იყო კენჭისყრის საკითხებში - ეს არის საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კენჭისყრა. რატომ თვლით, რომ თქვენ გაქვთ უფლება, ერთპიროვნულად გადაწყვიტოთ კენჭისყრის საკითხებიდან გააქროთ, უბრალოდ გააქროთ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე საკითხი, რომელიც არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რომელიც არის უკვე განხილული. მისი ამოღების ერთადერთი საფუძველი არის უმრავლესობის შიში, რომ ამ პარლამენტში არ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის სასამართლო სისტემაში წარსულში და დღეს არსებულ ვითარებას... ეს არის თქვენი პირადი გადაწყვეტილება ანუ თქვენ, ბ-ნო სპიკერო, მზად ხართ, გადაეფაროთ უმრავლესობასთან ერთად კლანს, სასამართლო სისტემას, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ შეიქმნას", - მიმართა სამნიძემ პაპუაშვილს. შეგახსენებთ, გუშინ, 1-ელ მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა მიმდინარე კვირის დღის წესრიგში შეტანილი არ იქნებოდა. მისი თქმით, კენჭისყრის საკითხმა პარლამენტში სხვა კენჭისყრის პროცესები შეაფერხა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე 3-ჯერ ჩავარდა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.
ბურჭულაძე: ოცნებასთან საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლებაა
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)