|
2023-05-01 16:30:42, 822 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე კვირის დღის წესრიგში შეტანილი არ იქნება
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა მიმდინარე კვირის დღის წესრიგში შეტანილი არ იქნება. მისივე თქმით, კენჭისყრის საკითხმა პარლამენტში სხვა კენჭისყრის პროცესები შეაფერხა. "საკითხი განსახილველია და შემდეგ შეიძლება საუბარი. რაც შეეხება კენჭისყრის საკითხებს - წინა კვირას ამ საკითხმა შეაფერხა პარლამენტში სხვა კენჭისყრები, პოზიცია უმრავლესობამ დააფიქსირა იმ თემასთან, დროსთან, პროცესთან დაკავშირებით, რომელშიც ვართ. ამ საქმემ დააბრკოლა კენჭისყრები, როგორც თქვენ იცით, პლენარული სხდომის დღის წესრიგის პროექტს ადგენს საქართველოს პარლამენტის ბიურო და შემდეგ ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. შემოთავაზებულ დღის წესრიგის პროექტში ეს კენჭისყრა არ არის ჩასმული. პარლამენტის ბიუროზე, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, როდესაც ამ პროექტს გავივლით და ასეთი სახით შეგვიძლია შევთავაზოთ პლენარულ სხდომას დასამტკიცებლად და ეს არის ის, რასაც ეს მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს", - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5 აპრილს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა. სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრაზე 3-ჯერ ჩავარდა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.
ბურჭულაძე: ოცნებასთან საპროცესო არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლებაა
აქტივისტი სერგი ყანჩაველი - ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ აკაცუკად
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)