02:21 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 14:43:13, 1639 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი - უკრაინის მიერ კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვის თქმით, გადაწყვეტილებას შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიიღებს.

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვარიანტი, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც კი არ არის საკმარისი. ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი", - აცხადებს დანილოვი.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ასევე ეხმაურება პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაზე გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ „სპეციალური სამსახურები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ, როცა საქმე საიდუმლო დოკუმენტებს ეხება“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics