04:05 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-08 12:18:52, 1436 ნახვა

სამართალი
ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე სროლა იყო - შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო

ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე სროლა იყო. 10-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს, ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი შელაპარაკება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში, მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით შ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებულ ხულიგნობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებისა და სროლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

კადრებში ჩანს, თუ როგორ ეჯახება გამიზნულად ერთ-ერთი ავტომობილი მეორეს, ქვეითად მყოფები კი მანქანას ფეხებსა და ხელებს ურტყამენ. ვიდეოში ისმის ასევე სროლისა და გინების ხმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics