05:04 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-02 13:47:38, 1022 ნახვა

სამართალი
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი პაატა გოგალაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

უფლებამდაცველის თქმით, ბრალდებული აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სასტუმროში, თანხის წაგების შემდეგ ხანძარი გააჩინა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. შეუძლებელია, ასეთი კატეგორიის დანაშაულზე მოხდეს რამე წინასწარ, რომელიც დაადასტურებდა ადამიანის ბრალეულობას. ვერსია, რომელიც მუსირებს, რომ თითქოსდა კაზინოში მან წააგო რაღაც თანხა და შემდეგ გაბრაზებულმა გადაწვა ობიექტი, ბრალდებულის განცხადებით, ეს არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებს ადვოკატი ჟურნალისტებთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის მამაკაცი გუშინ, 1-ელ აპრილს დააკავა. უწყება 1995 წელს დაბადებული ა.ლ-ს ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავება. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics