|
2023-03-28 17:05:39, 1412 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მექსიკის საზღვარზე, მიგრანტების მოთავსების ცენტრში გაჩენილ ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ-მექსიკის საზღვარზე, ქალაქ სიუდად-ხუარესში, მიგრანტების მოთავსების ცენტრში ხანძარს 39 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. მექსიკის ხელისუფლების განცხადებით, მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის (INM) ოფისში ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ ქალაქის ქუჩებიდან, დაახლოებით, 71 მიგრანტი აიყვანეს. ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ხანძრის გაჩენის მიზეზისა და გარდაცვლილების ეროვნების შესახებ ინფორმაცია მექსიკის ეროვნული მიგრაციის ინსტიტუტს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. CNN-ის ინფორმაციით, ეს ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე ძლიერი ხანძარი იყო მექსიკაში. ცნობისთვის, 2023 წლის დასაწყისში, ბაიდენის ადმინისტრაციამ გააძლიერა ძალისხმევა საზღვარზე მიგრანტების გადაკვეთის რაოდენობის შესამცირებლად.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)