06:02 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 09:42:49, 1110 ნახვა

სამართალი
მუხიანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუხიანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა.

აღნიშნული ინფორმაცია ''ექსპრესნიუსს''  შსს-ში დაუდასტურეს. უწყებაში მბობენ, რომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

65 წლის კაცის ცხედარი გუშინ, გამთენიისას მუხიანის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე იყო ცეცხლის კვალიც, რის გამოც ადგილობრივებმა 112-ში დარეკეს, ადგილზე მისულ ჯგუფს კი, ლიფტის შახტში მამაკაცის ცხედარი დახვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც განსაკუთრებული სისატიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის რეგიონში მატარებლების გადაადგილება შეფერხებულია
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ლეპენი მკვეთრად აკრიტიკებს რუსეთს
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების გაფართოების შესახებ განაცხადა
პუტინმა ცხინვალის რეგიონში მის მარიონეტ მარატ კამბოლოვს ე.წ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics