|
2023-03-22 10:31:28, 926 ნახვა
მსოფლიო
აშშ ირანული სამხედრო შესყიდვების ქსელს ახალ სანქციებს უწესებს
ამერიკის შეერთებული შტატები ირანულ ფირმებსა და პირებს, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან დრონების დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობის შესყიდვაში, ახალ სანქციებს უწესებს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC), გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) კოორდინირებული მუშობის შემდეგ, უკვე დაასახელა 4 სუბიექტი და 3 ფიზიკური პირი ირანსა და თურქეთში, რომლებიც სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. შავ სიაში მოხვედრილთა შორისაა: ირანში დაფუძნებული თავდაცვის ტექნოლოგიებისა და მეცნიერების კვლევის ცენტრი (DTSRC), მისი შესყიდვების ფირმა Farazan Industrial Engineering და კიდევ ორი სხვა ფირმა კომპანიების შემსყიდველ აგენტებთან ერთად. "ირანის მიერ დრონებისა და ჩვეულებრივი იარაღის კარგად დოკუმენტირებული გავრცელება მისი მარიონეტებისთვის გრძელდება. ეს ძირს უთხრის როგორც რეგიონულ უსაფრთხოებას, ასევე გლობალურ სტაბილურობას. აშშ გააგრძელებს უცხოური შესყიდვების ქსელების გამოვლენას ნებისმიერ იურისდიქციაში, რომელიც მხარს უჭერს ირანის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსს",- ამბობს ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში ხაზინის მდივნის მოადგილე ბრაიან ნელსონი.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)