2023-03-21 15:53:10, 1147 ნახვა
მსოფლიო
იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა
იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, კიშიდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს და სავარაუდოდ, უკრაინისადმი იაპონიის მხარდაჭერას განიხილავენ.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის პრემიერი პირველად ჩავიდა უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
გარდა ამისა, როგორც იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ფუმიო კიშიდა გამოხატავს უკრაინის მიმართ იაპონიის სოლიდარობასა და ურყევ მხარდაჭერას და ასევე, პატივისცემას უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და შეუპოვრობის მიმართ, რომელიც დგას საკუთარი სამშობლოს დასაცავად.
ავტორი: ექსპრესნიუსი,