14:16 - 26 Sep, 2026
|
2023-03-21 09:37:12, 1128 ნახვა
მსოფლიო
იაპონიის პრემიერ-მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად, ინდოეთიდან მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. აღნიშნულ ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი NHK ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით,ორი ქვეყნის ლიდერს შორს მაღალი დონის მოლაპარაკებებია დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ იაპონიის პრემიერის ვიზიტი ჩინეთის ლიდერის მოსკოვში ჩასვლას მოჰყვა. შეგახსენებთ, ჩინეთის პრეზიდეტი სი ძინპინი მოსკოვს გუშინ, 20 მარტს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა. რუსული მედიის ცნობით, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების მოლაპარაკებები 4,5 საათს გაგრძელდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)