|
2023-03-20 17:13:49, 1753 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის საგარეო - ველით, რომ პეკინი მოსკოვზე საკუთარ გავლენას გამოიყენებს
ველით, რომ პეკინი მოსკოვზე საკუთარ გავლენას გამოიყენებს, რათა აიძულოს პუტინი, შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს რუსეთში. "უკრაინა ყურადღებით ადევნებს თვალს ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს რუსეთში. ჩვენ ველით, რომ პეკინი მოსკოვზე საკუთარ გავლენას გამოიყენებს, რათა აიძულოს პუტინი, შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მზად ვართ, უფრო მჭიდრო დიალოგისთვის ჩინეთთან, უკრაინაში მშვიდობის აღდგენის მიზნით, გაეროს წესდებაში და გაეროს გენერალური ასამბლეის უახლესი რეზოლუციით ამ საკითხზე გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად“,- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)