15:03 - 26 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-20 09:27:01, 2633 ნახვა

მსოფლიო
EU ჰააგის გადაწყვეტილებაზე - წავახალისებთ შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სრული პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე

ევროკავშირი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას წინაამდეგ დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ.

როგორც განცხადებაში ვკითულობთ, EU მიესალმება და წაახალისებს შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სრული პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე.

"ევროკავშირი მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას წინაამდეგ დაკავების ორდერის გაცემის შესახებ.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა 2022 წლის 15 დეკემბერს ხაზი გაუსვეს, რომ ევროკავშირი მიესალმება და წაახალისებს შემდგომ ძალისხმევას, რათა უზრუნველყოფილ იქნას სრული პასუხისმგებლობის დაკისრება ომის დანაშაულებსა და სხვა უმძიმეს დანაშაულებზე, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან.

ევროკავშირი განიხილავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისს და რუსეთის ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებად იმ დანაშაულებისა და სისასტიკეებისთვის, რომელსაც ისინი უკრაინაში ახორციელებენ.

ევროკავშირი ასევე გამოხატავს მხარდაჭერას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის უკრაინაში წარმოებული გამოძიების მიმართ და ყველა მონაწილე სახელმწიფოს სრული თანამშრომლობისკენ მოუწოდებს“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასულ კვირას გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს
ვილი სანიოლიმ ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან სომხეთში გააძევა ბელორუსელი ოპოზიციონერი რომელიც თავშესაფარს 5 წელი ელოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics