|
2023-03-17 14:42:01, 1125 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე, სადაც ღირსება, მშვიდობა და იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა მოხდეს ღირსების, იდენტობისა და მშვიდობის შენარჩუნებით. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა. „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და სუვერენიტეტი. გვესმის მოწოდებები სანქციებთან მიერთებაზე, ომში ჩართვაზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, გვინდა ევროინტეგრაცია და ამისკენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ ღირსება, მშვიდობა და იდენტობა უნდა შევინარჩუნოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ევროპაში ამაყად სიარული უნდა. ხოლო ვისაც გაქვთ ცალ ფეხზე დგომის სურვილი, ეს თქვენი სურვილია“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, თავად ივლის თუ არა ევროპაში, კახა კალაძე პასუხობს, რომ „ევროპაში ყველამ უნდა ვიაროთ ღირსებით და არა მონებად“. „რატომ არ უნდა ვიარო? რა თქმა უნდა, უნდა ვიაროთ ყველამ. არა ცალ ფეხზე და მონებად, არამედ უნდა ვიაროთ ღირსეულად და თავაწეულებმა. ჩვენ ვართ ძალიან მაგარი ქვეყნიდან, რომელსაც ჰქვია საქართველო. უამრავი წარმატებული ადამიანი გვყავს, რომელიც დღეს ევროპაში მოღვაწეობს. კვარაცხელიას ქვეყნიდან წამოსულმა ადამიანმა ცალ ფეხზე არ უნდა იაროს, ამაყმა და ღირსებით უნდა იაროს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ იმსახურებდა, როდესაც უარი გვითხრეს. ჩვენ შევასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოგვცენ სტატუსი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, სატვირთო მანქანების სადგომზე მეწყერი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)