2026-10-08 16:25:06, 291 ნახვა
რეგიონი
თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, სატვირთო მანქანების სადგომზე მეწყერი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
თურქეთის მედიის ცნობით, თურქეთში, ართვინის პროვინციის ჰოფას რაიონში, ფერდობიდან ჩამოვარდნილი ქვები სატვირთო მანქანების სადგომზე ჩამოწვა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევის შედეგად ერთი მძღოლი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის კასიმ ტოპალოღლუ, რომელმაც ინციდენტის დროს მანქანა გადაარჩინა და შემდეგ კოლეგების დახმარება სცადა, მეორე მეწყერში მოყვა და თავში ქვა მოხვდა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან