16:45 - 08 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 22:15:20, 938 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს დეოლიგარქიზაციის ეფექტურ კანონმდებლობას მიაღებინებს

მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს დეოლიგარქიზაციის ეფექტურ კანონმდებლობას მიაღებინებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის დასკვნაში არის რეკომენდაციები და რჩევები, რომელთაგან, არაერთი გათვალისწინებას დაექვემდებარება და აღკვეთავს ისეთ ვითარებებს, რომელიც ჯარის მძარცველი ოლიგარქი კეზერაშვილის ტიპის ბიზნესმენებს პოლიტიკაში ჩართვას არ დაუშვებს.

"ამჯერადაც დიდ ვნებათაღელვას იწვევს საერთაშორისო ორგანოებისა და ვენეციის კომისიის დასკვნები, სადაც იუსტიციის მინისტრობისას თავადაც არაერთხელ წარმიდგენია დიდი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი რეფორმის პროექტი კომენტარებისა და რეკომენდაციებისთვის. არადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო სამუშაო ინსტრუმენტი როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე მთავრობისთვის.

"დასკვნაში ვხედავთ რეკომენდაციებს, რჩევებს, რომელთაგან, დარწმუნებული ვარ, არაერთი გათვალისწინებას დაექვემდებარება და დეოლიგარქიზაციის ისეთ საკანონმდებლო ბაზას მივიღებთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთს ისეთ ვითარებებს, რომელიც გულისხმობს ქართული ჯარის მძარცველი ოლიგარქი კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას, რიგითი სოციალური პრობლემების მქონე ადამიანების ხარჯზე საკუთარი ბიზნესის ამწყობი ბანკირების პოლიტიკაში ჩართვასა და მათ სპეკულაციებს. აგვაცილებს პოლიტიკის ფარად აფარებას და ამგვარ ვითარებებს სახელმწიფოებრივ პროცესში. ამიტომ მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს დეოლიგარქიზაციის ეფექტურ კანონმდებლობას მიაღებინებს", - განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორდულაძე – ევროპარლამენტმა უსაფუძვლო და თავდასხმაზე ორიენტირებული რეზოლუციები ცხრაჯერ გაისროლა და ცხრაჯერვე ააცილა
ირაკლი ნადირაძე - ივანიშვილის რუსულ, ავტოკრატიულ რეჟიმთან არც საპროცესო შეთანხმებას და არც შეწყალების თხოვნას არათუ არ ვაპირებ, არც კი განვიხილავ
გიორგი შარაშიძე – ქართული ოცნების ლიდერებმა საკუთარ თავს მოჰკითხონ, რატომ დგება დღის წესრიგში მათი დასანქცირების საკითხი
თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, სატვირთო მანქანების სადგომზე მეწყერი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics